Sunday, March 30, 2014

სასწავლო პროექტის გეგმა

  1. პროექტის სახელწოდება:  ,,ოქროს კვეთა"-ჰარმონიული პროპორცია

  2. როექტის მთავარი იდეა: მათემატიკის გამოყენება სხვადასხვა დარგში. ,,ოქროს კვეთა" და მისი ნიმუშები ჩვენს გარშემო.

  3. პროექტის აღწერა: კლასში ჩატარდება ინტეგრირებული გაკვეთილი, რომლის მთავარი მიზანი იქნება მათემატიკის დანიშნულებასა და  გამოყენებით მხარეზე ყურადღების გამახვილება.

  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა მათემატიკაში, გაეცნონ ჰარმონიულ პროპორციას და თავად გაუჩნდეთ სურვილი საინტერესო ნიმუშების მოძიების.

  5. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი (მე-9 კლასი)

  6. ვადები/ხანგრძლივობა:    2  კვირა.

  7. პროექტის შესაძლო აქტივობები:  მასალების მოძიება და ფოტო- კოლაჟის მომზადება. საკლასო ოთახის გალამაზება თემის შესაბამისი მოძიებული ნიმუშებით.

  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მე-8, მე-9 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო. (ავტორები: გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი).  სახალისო მათემატიკა, ავტორი: ავთანდილ ბენდუქიძე.  კომპიუტერი (ინტერნეტი).

  9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები იყოფიან რამდენიმე ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში დაახლოებით 10 ბავშვი. ჯგუფებს ევალებათ ინფორმაციის და მასალების მოძიება ,,ოქროს კვეთის" შესახებ და პრეზენტაციის მომზადება.  პირველი ჯგუფი პრეზენტაციას მოამზადებს მათემატიკაზე, მეორე ჯგუფი- მხატვრობაზე, მესამე ჯგუფი-არქიტექტურაზე. მასწავლებელი მონიტორიგს ახორციელებს.

  10. საგნებთან/ საგნ.ჯგუფებთან/ ერობნ.სასწ.გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ხელოვნება. 
  11. შედეგი მიღწეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლეები შეისწავლიან ,,ოქროს კვეთის" მათემატიკურ ფორმულირებას, შეძლებენ ნიმუშების მოძიებას და დასაბუთებას ამ თემაზე, რაც  ზოგადი ცოდნის განვითარებაში ხელს შეუწყობს.

  12. სამუშაო ენა: ქართული ენა.

  13. პროექტის ხელმძრვანელი: ნინო ყიფიანი

  14. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  kpianinin@gmail.

  15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  kpianinin.blogspot.com 





Tuesday, March 25, 2014

დღე მეორე

მეორე დღე იყო ძალიან საინტერესო. ვისწავლეთ. ბროშურების შექმნა. გაფორმება. სურათის ჩასმა და ფონის დაყენება.


დღე მესამე

მესამე დღეს გავეცანით კითხვარების შექმნას.პროექტის კითხვების ბლოგზე დაყენებას.

დღე მეოთხე

მეოთხე დღეს გავიმეორეთ შესწავლილი მასალა და გავეცანით დამატებით ინფორმაციას.

კითხვები პროექტის შესახებ

ზოგადი კითხვები: 1) როგორ ვიყენებთ მათემატიკის ცოდნას რეალურ სამყაროში?
                                    2) საჭიროა თუ არა მათემატიკის ცოდნა ხელოვნებაში?

თემატური კითხვები: 1) რა ძირითადი კანონზომიერებაა, რომელიც ახასიათებს რენესანსის პერიოდის მხატვრობას( კლასიციზმს) და რითი განსხვავდება უმთავრესად სხვა მიმდინარეობებისგან(მ აგ: იმპრესიონიზმისგან).

შინაარსობრივი კითხვები: 1) რა ვიცით სიმეტრიისა და პროპორციის შესახებ?
                                                  2) არის თუ არ სიმეტრიულობა მკაცრად დაცული რენესანსის პერიოდის მხატვრების შემოქმედებაში.( მაგ: ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდა).
3) გარდა სიმეტრიულობისა რა ძირითადი მათემატიკური პრინციპია გამოყენებული ამ სურათში?